კუბის პრეზიდენტის შვილმა 20 ჰომოსექსუალი წყვილი დააქორწინა

კუბის პრეზიდენტის რაულ კასტროს ქალიშვილმა მარიელამ, 20-მდე ჰომოსექსუალი წყვილის დაქორწინების ცერემონიალის ორგანიზება მოახერხა… აცხადებს ,,ასოშეიტედ პრესი,,

გამომდინარე იქიდან, რომ კუბის კანონებით ერთსქესიანთა ქორწინება იკრძალება, პრეზიდენტის ქალიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქორწინებას სხვა სახელი ჰქონოდა და არსი არ შეცვლილიყო, ამიტომ ამ ცერემონიალს დალოცვის ცერემონიალი დაარქვეს…

მარიელა კასტრომ, რომელიც კუბაში სქესობრივი აღზრდის ცენტრს განაგებს და აქტიურად უჭერს მხარს,, ელჯიბითი,, პირებს, ამ ცერემონიისთვის კანადიდან და აშშ-დან სპეციალურად მოიწვია პროტესტანტი მღვდლები ახალდაქორწინებულ ჰომოსექსუალთა დასალოად.

აღსანიშნავია, რომ ფიდელ კასტროს ხელმძღვანელობის დროს კუბაში ჰომოსექსუალიზმი იდევნებოდა… მას შემდეგ რაც ფიდელ კასტრომ ხელისუფლება რაულ კასტროს გადააბარა, ამ კატეგორიის პირების მიმართ ქვეყანაში დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა რასაც მარიელას დამსახურებად მიიჩნევენ.

banner
წინა სტატიაშიტყუპები რომელთაც ორი მამა ჰყავთ
შემდეგი სტატიაშვეიცარიაში სროლების შედეგად რამდენიმე ადამიანია დაღუპულია