კრწანისის ყოფილი გამგებლის საქმიანობის შემოწმების მასალებს საკრებულო დღეს გაეცნობა

კრწანისის გამგეობაში ჩატარებული ფინანასური შემოწმების მასალებს საკრებულოს სარევიზიო კომისია დღეს განიხილავს. გადაწყვეტილება სხდომის გამართვის შესახებ გუშინ მას შემდეგ მიიღეს, რაც ცნობილი გახდა, რომ კომისიის თავმჯდომარემ, წევრების გვერდის ავლით, მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ სამსახურს გადაუგზავნა.

“სარევიზიო კომისიის დებულებიდან, მინიმუმ, 3 პუნქტია დარღვეული. ეს არის იმ ტრადიციის გაგრძელება, რომელიც შიხიაშვილმა დაამკვიდრა. არ არის განხილული ის საპასუხო დოკუმენტაცია, რომელიც ბერძენიშვილმა გადმოგზავნა და აბათილებს სარევიზიო კომისიის მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებს. ეს დოკუმენტი უნდა იყოს განხილული და ობიექტური განხილვის პირობებში, სარევიზიო კომისიის დოკუმენტის არათუ გაგზავნა, არამედ სარეკომენდაციოც არაფერი არ ჩანს,” – აცხადებს საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა – თბილისის” წევრი თემურ გრიგალაშვილი.

საკრებულოს ფრაქცია “გაერთიანებული დემოკრატების” თავმჯდომარე ზაზა ვეკუა დასტურებს, რომ ისინი მსგავს დოკუმენტს არ გასცნობიან და ამ მასალების გაცნობა დღეს იგეგმება.

“მიუღებელია ის ფაქტი, რომ სარევიზიო კომისიამ ისე გადაგზავნა მასალები შსს-ში, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ გადაუგზავნია კომისიას, ალბათ ეს მოხდა უშუალოდ თავად კომისიის თავმჯდომარის ინიციატივით. ჩვენ არავითარ დოკუმენტს არ გავცნობივართ და შესაბამისად, დღეს გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას,” – განმარტავს ვეკუა.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში ბიბლიოთეკა გაქურდეს
შემდეგი სტატიასაპარლამენტო უმრავლესობამ ზაქარია ქუცნაშვილის გადაწყვეტილების შესახებ არ იცოდა