კრწანისელები ჩინურ კომპანიას სასამართლოში უჩივლებენ

კრწანისელები სოფელში ჩინური კომპანიის მუშაობას აპროტესტებენ. მათი თქმით, კომპანიის კუთვნილი მძიმე ტექნიკა, მოსახლეობიდან რამდენიმე მეტრში, თვეზე მეტია, ქვიშის მომპოვებელ სამუშაოებს აწარმოებს, რის გამოც მათ აღარც საძოვრები აქვთ და აღარც საკუთრებაში არსებული მიწები.

ადგილობრივების ინფორმაციით, ჩინური კომპანია სამუშაოებს უკანონოდ ახორციელებს. კრწანისელები შიშობენ, რომ, თუ კომპანიის წარმომადგენლებმა სამუშაოები გააგრძელეს, საფრთხე სოფელში შემავალ გზას და საცხოვრებელ სახლებსაც დაემუქრება.

სოფელ კრწანისში ამბობენ, რომ ჩინური კომპანიის წარმომადგნელებმა უნებართვოდ ქვიშის მოპოვების სამუშაოები ადგილობრივების საკუთრებაში არსებულ მიწებზეც დაიწყეს.

სოფელში ჩინური კომპანიის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებენ.

მოსახლეობის ბრალდებებს უარყოფენ თავად ჩინური კომპანიის წარმომადგნელები და აცხადებენ, რომ ქვიშის მოპოვების სამუშაოებისთვის მათ ლიცენზია გარემოს დაცვის სამინისტრომ მისცა.

კომპანიას მუშაობის უფლება სამ ჰექტარზე აქვს და ქვიშა თბილისი-წითელი ხიდის გზის იმ მონაკვეთზე გადააქვთ, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

სოფელ კრწანისის მოსახლეობა სამუშაოების შეწყვეტას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში თბილის-რუსთავის მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრებიან.

banner
წინა სტატიაშისამების ტაძრის მღვდელმსახური ნინია კაკაბაძეს პასუხობს
შემდეგი სტატიაპედაგოგების წინააღმდეგ ახალი სანქციები ამოქმედდება