“კრისტის” აუქციონის ადმინისტრაცია – “კრისტის” აუქციონის სახლი კმაყოფილია, რომ ფიროსმანის შედევრი ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა

“კრისტის” აუქციონის ადმინისტრაციის მიერ “ინტერპრესნიუსისთვის” გამოგზავნილ ოფიციალურ შეტყობინებაში დადასტურებულია , რომ ნიკო ფიროსმანის ნახატი “არსენალის მთა ღამით” ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა.
“კრისტის აუქციონის სახლი კმაყოფილია, რომ ნიკო ფიროსმანის შედევრი “არსენალის მთა ღამით” ბიძინა ივანიშვილმა იყიდა. ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული ნახატი დაუბრუნდება სამშობლოს – საქართველოს” – აღნიშნულია წერილში, რომელიც “ინტერპრესნიუსმა” “კრისტის” აუქციონის სახლის რუსული ხელოვნების დეპარტამენტის ხელმძღვანელ ალექსის დე ტიზენჰაუზენისგან მიიღო.
ფიროსმანის ნახატის გაყიდვასთან დაკავშირებით, “ინტერპრესნიუსმა” “კრისიტის” აუქციონის ადმინისტრაციას გუშინ მიწერა.
ბიძინა ივანიშვილმა ნიკო ფიროსმანის ნახატში 1,471,662 დოლარი გადაიხადა. “კრისტის” აუქციონი გუშინ გაიმართა. ფიროსმანის ნახატის გაყიდვას 800,000-1,200,000 ფუნტ სტერლინგად ვარაუდობდნენ.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველმა ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციისთვის პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა
შემდეგი სტატიაირაკლი ტრიპოლსკი მიიჩნევს, რომ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა არაბულმა თანამდებობა უნდა დატოვოს