კრიზისი: ხორვატიამ სერბეთის გზა გადაკეტა

კრიზისი: ხორვატიამ სერბეთის გზა გადაკეტა

კრიზისი: ხორვატიამ სერბეთის გზა გადაკეტამიგრანტების შეუწყვეტელი ნაკადის გამო ხორვატიის პოლიციამ 8 სასაზღვრო პუტნქტიდან 7 გადაკეტა. გადაკეტილია გადასასვლელებიც.
ჯერჯერობით უცნობია ზომები როდემდე იმოქმედებს. ადრე ხორვატიის მთავრობამ განაცხადა, რომ მეტ მიგრანტს ვერ მიიღებს.

23 სექტემბერს ევროკავშირის საგანგებო სამიტია დანიშნული, რომლის მთავარი თემა მიგრაცია იქნება.

სერბეთში დამატებითი არმიაა გაგზავნილი, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში საზღვარს გადაკეტავენ.

უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში ხორვატიაში, როგორც იტყობინებიან, 7,3 ათასი მიგრანტი შემოვიდა. ხორვატიის მთავრობის განცხადებით, ყველა მათგანმა განცხადება უნდა შეიტანოს თავშესაფრის მიღების მოთხოვნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი კანონდამრღვევებად განიხილებიან.

ბიბისის კორესპონდენტის თქმით, სერბეთში მყოფი მიგრანტების ჯგუფმა საზღვარი გაარღვია და ხორვატიაში შევიდა. პოლიციამ მათი დაკავება ვერ შეძლო. ისინი დიდი ხნის მანძილზე ელოდებოდნენ გადაწყვეტილებას მათი ქვეყანაში შეშვების შესახებ. სიტუაცია დაიძაბა სიცხის გამოც – მიგრანტებს დასალევი წყალიც არ ჰქონდათ. მათ შორის ბევრი ბავშვი იყო.
უნგრეთის მედიის ცნობით, ათობით მიგრანტი შევიდა ქვეყანაში ხორვატიიდან.

კრიზისი: ხორვატიამ სერბეთის გზა გადაკეტა

სააგენტო “როიტერის” ცნობით, სლოვაკეთში სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერებულია.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ისინი ხორვატიის და რუმინეთის საზღვარზე კედლის აშენებას აპირებენ. მან სერბეთს მოუწოდა მიგრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენოს.
კვირის დასაწყისში უნგრეთში ძალაში შევიდა გამკაცრებული კანონი, რომლის თანახმადაც ყველა მიგრანტს, რომელიც საზღვარს გადალახავს, სამი წლით თავისუფლება აღეკვეცება.

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა მომავალ კვირას ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დაუყოვნებლივ შეკრებისკენ მოუწოდა, რომ სასწრაფოდ იმსჯელონ გართულებული მდგომარეობის გამო.

banner
წინა სტატიაშიტრამპის სიძულვილის რიტორიკა
შემდეგი სტატიაგიორგი პაპუაშვილი: ცალკეულ მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტები გახშირდა