კრიზისიდან გამოსვლის გზებს რამდენიმე დღეში საზოგადოებას წარუდგენთ

კრიზისიდან გამოსვლის გზებს რამდენიმე დღეში საზოგადოებას წარუდგენთ

კრიზისიდან გამოსვლის გზებს რამდენიმე დღეში  საზოგადოებას წარუდგენთვიცეპრემიერი კახი კალაძის განცხადებით მთავრობა ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებს რამდენიმე დღეში განსაზღვრავს და საზოგადოებას წარუდგენს.

როგორც კალაძემ აღნიშნა “გვაქვს გეგმა, ბოლო დღეებია ეკონომიკური გუნდი აქტიურად მუშაობს “სავალუტო ფონდთან”, რათა განისაზღვროს, რა ხარჯების შემცირება უნდა მოხდეს. რამდენიმე დღეში გვეცოდინება ზუსტი პასუხი. ინვესტიციების მიმართ მე ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი.

“ვფიქრობ, რომ ხდება მიზნმიმართული პროპაგანდა გარკვეული ტელევიზიების მხრიდან, თუმცა რაც შეეხება ლარის დევალვაციას, ეს გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს, მაგრამ ჩვენ არსებულ მდგომარეობას უნდა შეხვედოთ არა მარტო რეგიონში, არამედ ზოგადად, თუ რა ხდება მსოფლოში, როგორი ვითარებაა კონკრეტულ ქვეყნებში, თუნდაც მეზობელ ქვეყნებში დოლარის მიმართ”, – განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ საგარეო ვითარება მოქმედებს საქართველოში არსებულ ვითარებაზე, მათ შორის, ლარის დევალვაციაზე, ასევე შემცირებულია ექსპორტი.
მისივე თქმით, ძალიან დიდი უბედურება იქნებოდა, რომ ეს მარტო საქართველოში ხდებოდეს, თუმცა ამით თავი არ უნდა დავიმშვიდოთ. “ეს ძალიან მძიმეა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვისაც კრედიტები აქვს დოლარში აღებული. ეს მძიმე სურათს ქმნის, მაგრამ მნიშვნელოვანია ჩვენი ხელისუფლების პოზიცია, თუ რა ნაბიჯები იქნება გადადგმული სამომავლოდ. მთავრობას აქვს კონკრეტული გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს. ერთი არის ის, რომ სავალუტო ფონდის მისიასთან კონსულტაციები ახლაც მიმდინარეობს და ვფიქრობ, რამდენიმე დღეში იქნება წარმოდგენილი, თუ რა ხარჯების შემცირება უნდა მოხდეს ბიუჯეტიდან. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ უნდა განხორციელდეს ინვესტიციები და ამ მიმართულებით მართლაც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი”, – განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ მხოლოდ ენერგეტიკის მიმართულებით ქვეყანაში 2015 წელს დაახლოებით, 640 მილიონი დოლარის ინვესტიცია იქნება განხორციელებული.
მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტრო კონკრეტულ ობიექტებზე პრივატიზების გაკეთებას გეგმავს, რომელიც საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
რაც შეეხება დენისა და გაზის ტარიფებს, კახა კალაძის თქმით, ელექტროენერგიასთან დაკავშირებით სემეკს მუშაობა აქვს დაწყებული. კომერციული ობიქტებისთვის ბუნებრივი აირის საფასურის გაზრდის შემთხვევაში, მინისტრის განცხადებით, პურის ქარხნებისთვის გარკვეული შეღავათები იქნება, რომ პურის ფასი არ გაიზარდოს.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ გამორიცხავს
შემდეგი სტატიაყველაზე დასამახსოვრებელი გამოსვლები „ოსკარზე“