კრემლმა სირიაში ავიაციის გაგზავნის შესახებ ინფორმაცია უარყო

კრემლმა სირიაში ავიაციის გაგზავნის შესახებ ინფორმაცია უარყო

კრემლმა სირიაში ავიაციის გაგზავნის შესახებ ინფორმაცია უარყოკრემლის ინფორმაციით, რუსეთის მიერ სირიაში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში ავიაციის გაგზავნა სინამდვილეს არ შეესაბამება – ამის შესახებ განცხადებას რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი ავრცელებს.

რამდენიმე დღის წინ ისრაელის მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა თითქოს სირიაში ავია-გამანადგურებლები გაგზავნა ისლამისტებთან საბრძოლველად.
Ynetnews-ს ცნობით, რომელიც დიპლომატიურ წყაროებზე იყო დაყრდნობილი, რუსეთმა დამასკოს აეროპორტში გადაისროლა ავიაცია და იარაღი. გამოცემის წყაროების ცნობით, საუბარი იყო დაახლოებით ათას ჯარისკაცზე.

“ინტერფაქსის” ადრე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმონადგენელმა მარკ ტონერმა ცნობის კომენტირებისას განაცხადა, რომ მოხარული იქნება რუსეთის ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობის მიღების გამო. ტორენის თქმით, მათ მედიაში ნახეს ინფორმაცია აღნიშნულ თემაზე და ხაზი გაუსვა იმას, რომ ამერიკული მხარე ჯერჯერობით სწავლობს ფაქტს და მისი ოფიციალურად დადასტურება არ შეუძლია.

ისლამური სახელმწიფო ტერორისტული დაჯგუფებაა, რომელმაც 2014 წელს ხალიფატი დააარსა სირიის და ერაყის ტერიტორიების ნაწილზე.

banner
წინა სტატიაშიუბედური შემთხვევა ინგირში
შემდეგი სტატიამაია მიმინოშვილი აბიტურიენტთა პროტესტს “ფეისბუქით”ეხმიანება