კრემლი გაზრდილი სანქციების პასუხისთვის მზად არის

კრემლი გაზრდილი სანქციების პასუხისთვის მზად არის

კრემლი გაზრდილი სანქციების პასუხისთვის მზად არისმოსკოვი პასუხის გარეშე არ დატოვებს რუსეთის წინააღმდეგ საქნციებს იმ შემთხვევაში, თუკი დასავლკეთი მას გაზრდის – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

პესკოვის თქმით, რუსული მხარე პასუხობდა იმ სანქციებს, რომელიც დასავლეთმა ქვეყნის წინააღმდეგ მიიღო. მას არ დაუკონკრეტებია, რა სანქციები შეიძლება მოსკოვმა შემოიღოს. გასულ ზაფხულს განიხილებოდა რამდენიმე ვარიანტი კონტრზომებზე, რომელთა შორის იყო ევროპული და ამერიკული ავტომობილების რუსეთში შეტანის აკრძალვა.
რამდენიმე დღის წინ «დიდმა შვიდეულმა» განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაიზრდებოდა. შეხვედრის დასრულებისას ანჰელა მერკელმა განაცხადა, რომ შვიდეულის ქვეყნები ახალი აკრძალვებისთვის მზად არიან თუკი უკრაინაში კონფლიქტის ესკალაცია მოხდება.
რუსეთთან მიმართებაში სანქციები რამდენიმე ეტაპად შემოიღეს აშშ-მ და ევროკავშირის ქვეყნებმა გასულ წელს.
საპასუხოდ იმავე წლის აგვისტოში რუსეთმა სხვადასხვა ქვეყნებიდან კვების პროდუქტების ქვეყანაში შეტანა აკრძალა.
რუსეთის მთავრობა თვლის, რომ ყველა საჭირო პროდუქტს მის მიმართ მეგობრულად განწყობილი ქვეყნებიდან შეიტანს.

banner
წინა სტატიაშიუფლებადამცველ მერაბ ბლადაძის სკანდალური წერილი
შემდეგი სტატია(დეკანოზი) ანდრეა კემულარია: ცოდვა არის კონკრეტული ქმედება, მიმართული ადამიანური ბუნების საწინააღმდეგოდ