კრასნოიარსკში სტალინის ძეგლის დადგმაზე დიდი პოლემიკა გაიმართა

კრასნოიარსკში სტალინის ძეგლის დადგმაზე დიდი პოლემიკა გაიმართა

კრასნოიარსკში სტალინის ძეგლის დადგმაზე დიდი პოლემიკა გაიმართაკრასნოიარსკის ქალაქის დეპუტატებმა რაიონის გუბერნატორს თხოვნის წერილით მიმართეს, რომ მან ნება დაერთოს სტალინის ბიუსტის დადგმასტან დაკავშირებით. თუმცა ამას რეგიონალური პოლიტიკოსებისა და უფლებადამცველების მხრიდან დიდი პროტესტი მოყვა.
„სტალინს ჩვენ ვუმადლით არა მხოლოდ ომის მოგებას, არამედ იმასაც, რომ ამ ომს 70 წლიანი მშვიდობის წლები მოყვა. რომ არა სტალინი, რუსეთს დიდი ხნის წინ დაშლიდნენ ნაწილებად“ – ამბობს ფრაქცია „რუსეთის პატრიოტები.“
იდეის მოწინააღმდეგეების თქმით, „კრასნოდარი ეს არის ბანაკების, ციხეების, გადასახლებების, ეთნიკური და პოლიტიკური წმენდის ადგილი, რომელზეც დირექტივა პირდაპირ „ერის მამისგან“ მოდიოდა.“
„აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში გამართული ხმისმიცემა აჩვენებს, რომ წინ მხიარული მომავალი გველოდება „ – დაწერა კრასნოიარსკის ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა სოციალურ ქსელში გამართულ მწვავე პოლემიკაზე, სადაც ახალგაზრდებიც საკმაოდ აქტიურად არიან ჩართულები.

banner
წინა სტატიაშინანა ხურითი-იმას, რაც ჩემმა თაობამ და ჩემზე უფროსმა თაობამ ვერ გააკეთა, გააკეთებს ეს თაობა
შემდეგი სტატიაგენიოსის სახლი ,,საოცნებო,, ქვეყანაში