კრასნოდარი: მკვლელი მსხვერპლთან ერთად ლიფტში გაიჭედა

მკვლელი მსხვერპლთან ერთად ლიფტში გაიჭედა

კრასნოდარში დაკავებულია შეიარაღებული მამაკაცი, რომელიც თავის მსხვერპლთან ერთად ლიფტში გაიჭედა – ამის შესახებ რუსეთის რეგიონალური სამმართველოს პრეს-სამსახური ავრცელებს ინფორმციას.

“ლიფტიდან გამოსვლისას 31 წლის კრასნოდარელი ახალგაზრდა მამაკაცი იქნა დაკავებული, რომელსაც მაყუჩიანი რევოლვერი და ექვსი ახალი ტყვია ჰქონდა. მასთან ერთად იმყოფებოდა ახალგაზრდა ქალი.” – ნათქვამია პერს-ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც პოლიციაში გაირკვა, ვერშემდგარი ქილერი  მსხვერპლს სადარბაზოში ელოდებოდა და მას ლიფტში შეყვა. მან გაისროლა, თუმცა იარაღი გაიჭედა და მსხვერპლს ზიანი არ მისდგომია.
როცა მკვლელმა დაინახა რომ მსხვერპლი ცოცხალია, ახალგაზრდა ქალის ცემა დაუწყო. ამ მომენტში შენობაში ელექტროენერგია გაითიშა დ ლიფტი გაჩერდა. მეზობლემბა გაიგეს ლიფტიდან მომავალი ხმაური და პოლიცია გამოიძახეს.
მამაკაცის წინაღმდეგ საქმე “მკვლელობის განზრახ მცდელობისა” და “იარაღის უკანონოდ ტარების” მუხლით აღიძრა.

 

banner
წინა სტატიაშივიდეო–გროზნოში 16 სართულიანი სახლი იწვის
შემდეგი სტატიაახალგაზრდა სისხლს შეუძლია მოხუცის ტვინი გააახალგაზრდავოს