,,კრასნოგორსკელი მსროლელის,, მძღოლი შოთა ელიზბარაშვილი სამართალდამცავებს ჩაბარდა….

შოთა ელიზბარაშვილი
შოთა ელიზბარაშვილი

,,კრასნოგორსკელ მსროლელად,, წოდებული ქართველი ეროვნების ბიზნესმენის ამირან გიორგაძის მძღოლი შოთა ელიზბარაშვილი, რომელიც გიორგაძის მიერ ჩადენილი 4 მკვლელობის თანამონაწილედ ითვლებოდა, რუს სამართალდამცავებს 21 ოქტომბერს თავისი ნებით ჩაბარდა, თავად გიორგაძე კი ამ დრომდე ძებნაშია…

რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენმა ამირან გიორგაძემ 19 ოქტომბერს საკუთარ კაბინეტში კრასნოგორსკის საქალაქო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იური კარაულოვი და სააქციო საზოგადოება ,,კრასნოგორსკის ელექტრო ქსელის,, უფროსი გიორგი კოტლიარენკო მოკლა… ამის შემდეგ კი ამავე რაიონის ერთერთი სოფლის ტიმოშკინოს მკვიდრი იქნა დაცხრილული… იმავე დღეს, თავად გიორგაძის სახლში მისი ბიზნესპარტნიორი, ასევე ქართველი – ტრისტან ზაქაიძე, მოკლული იქნა ნაპოვნი… ოთხივე მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი კი ამირან გიორგაძეა, რომელსაც რუსი სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ.

amiran-giorgazis-shvili
ნოდარ გიორგაძე

რუსული მედია ამ მკვლელობების მოტივაციად ბიზნესინტერესებს ასახელებს… გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულთაგან 3 (მაღალჩინოსნები და ტრისტან ზაქაიძე) გიორგაძის ბიზნესპარტნიორები იყვნენ და მას ბიზნესში ,,გადაგდება,, დაუპირეს… აცხადებენ, რომ საქმე ეხებოდა მიწას და მსხვილ სამშენებლო პროექტში გიორგაძის წილს.

აღსანიშნავია, რომ ამირან გიორგაძის შვილმა, ნოდარ გიორგაძემ რუსული მედიით გაკეთებულ განცხადებაში სამძიმარი გამოუცხადა მამამისის მიერ მოკლულთა ოჯახებს… და განაცხადა, რომ მისთვის უცნობია ის მოტივები, თუ რატომ უნდა ჩაედინა ამდენი ახლობელი ადამიანის მკვლელობა მამამისს.

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაშითბილისში ელექტრომომარაგება 22 ოქტომბერს დროებით შეიზღუდება
შემდეგი სტატიაასადის რეჟიმი მშვიდობიან მოსახლეობას ,,ორამგი აფეთქებით,, ბომბავს… (VIDEO)