კოტე მჭედლიშვილი: გმირთა მოედანზე კოლაფსი მოხდება და თბილისი ჩაკვდება

სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება და დადგინდეს რის გამო დატრიალდა თბილისში ტრაგედია

svanidze“გმირთა მოედანზე კოლაფსი მოხდება და თბილისი ჩაკვდება!”, – სტატიას ამ სახელწოდებით გაზეთი “ვერსია” აქვეყნებს. სტატიის ავტორი იმ დარღვევების შესახებ წერს, რომელიც ესტაკადის მშენებლობისას იქნა დაშვებული.

როგორც რესპოდენტი, პროფესორი კონსტანტინე მჭედლიშვილი ამბობს, მშენებლობისას არსებული დარღვევებისა და საფრთხეების შესახებ თბილისის მერიაცა და პრეზიდენტიც არაერთხელ გააფრთხილეს, თუმცა მათ არავინ დაუჯერა. ექსპერტთა მოსაზრებების იგნორირების გამო კი დღეს შეიძლება ისეთ სავალალო შედეგებამდე მივიდეთ, როგორიც ესტაკადისა და მის ირგვლივ არსებული სატრანსპორტო კვანძების კოლაფსი და ჩამკვდარი თბილისია:

“მოედნის ის ვარიანტი, რომელიც ჩაფიქრებული იყო, მოძრაობას მართლაც განტვირთავდა. 70-იანი წლების ის ძველი პროექტი რომ გაკეთებულიყო, 30-40 წელი იმუშავებდა, თუმცა მას მერე – ტრანსპორტის რაოდენობამ 3-ჯერ იმატა, მოედნის რეკონსტრუქცია კი მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ პიარსვლად იქცა. ოფიციალურად, დღემდე უცნობია, ვინ გააკეთა ესკიზური პროექტი და ვინ მიიღო პრინციპული გადაწყვეტილებები. ეს პროექტი არალეგალურად და მრავალი სავალდებულო მოთხოვნის დარღვევით შესრულდა. ტექნიკურ ნორმატივები და დაპროექტების ტექნოლოგიები მოითხოვდა, დაცულიყო შემდეგი პირობები:

1. პროექტი კონკურსის წესით არ შესრულებულა. ჭორის დონეზე ვიცით, რომ იგი ვიღაც გერმანელმა ექსპერტმა ნაუცბათევად გააკეთა; 2. დეტალურად უნდა შესწავლილიყო, რა მიმართულებით, რამდენი ნაკადი მოძრაობს პიკის საათებში, სულ ცოტა, 15-წლიან პერსპექტივაზე გათვლით. ნაკადების დეტალური შესწავლა არ მომხდარა; 3. როცა ასეთ სატრანსპორტო კვანძს აშენებ, მიმდებარე კვანძების ვითარებაც უნდა გაითვალისწინო. ესეც არ გაკეთებულა; 4. ქვეყანაში მოძრაობის ე.წ. მარჯვენა მოხვევა გვაქვს, რაც მძღოლს ყოველგვარი შეფერხების გარეშე უნდა შეეძლოს. ეს წესი იგნორირებულია და შექმნილია ხაფანგები – ყველა მიმართულებით, მარჯვნივ მოხვევისთვის, მარცხენა მხარეს უნდა გადაეწყოს. ეს საკმაოდ სახიფათოა და ავარიული სიტუაციის ალბათობას ზრდის; 5. ესტაკადაზე, მინიმუმ 2 მანქანის სამყოფი გზა მაინც უნდა იყოს. თუ იმის საშუალება არაა, კლასიკური ორზოლიანი მოძრაობა გაკეთდეს, მაშინ გზა ისე მაინც უნდა გაფართოვდეს, საჭიროების შემთხვევაში ორმა მსუბუქმა ავტომობილმა

გაიაროს; 6. კვანძზე ტრანსპორტის შემხვედრი ნაკადები ერთმანეთს არსად უნდა კვეთდეს. ჩვენ შემთხვევაში, გადაკვეთის 10-მდე წერტილია დარჩენილი და სწორედ ეს იწვევს საცობებს”, – ამბობს გამოცემასთან საუბრისას კონსტანტინე მჭედლიშვილი.

ამავე ინტერვიუში ის საუბრობს, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს გმირთა მოედნის გაჩერებას.

“გმირთა მოედნის გაჩერების შემთხვევაში, ქალაქში უზარმაზარი საცობი იქნება, რომლის გაწოვასაც საათები დასჭირდება და თბილისი ჩაკვდება. მივმართავთ ახალ მერს – უნდა შემუშავდეს სქემები და ეს “ავგიას თავლები” გაიწმინდოს! ადრე საზოგადოებრივ საწყისებზე საკონსულტაციო საბჭოც არსებობდა, რომლის წევრი მეც გახლდით, მაგრამ იგი გაუქმდა. მსგავსი ორგანიზაცია უნდა აღდგეს, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელოს და რეკომენდაციები შესაბამის უწყებებს მიაწოდოს. ჩემს მოსაზრებას იზიარებენ ექსპერტი მოძრაობის უსაფრთხოების დარგში, ვასილ რჩეულიშვილი, ასევე უჩა სტურუა, შეგვიძლია, მოვიწვიოთ ქალაქის სატრანსპორტო სამსახურის თანამშრომელი დემურ კვირიკაშვილი, რომელიც პროფესიონალია. მოკლედ, ხელისუფლებამ დროულად თუ არ შეისმინა ჩვენი თხოვნა, ცოტა ხანში დედაქალაქში სატრანსპორტო კოლაფსი გარდაუვალი იქნება!”.

გაზეთი “ვერსია

banner
წინა სტატიაშისადაზღვევო კომპანიები მზად არიან სტიქიური უბედურებით დაზარალებულებს ზარალი აუნაზღაურონ
შემდეგი სტატია“გარემოს ზემოქმედების შეფასება არ მომხდარა საერთოდ” – ნინო ჩხობაძე