კოტე თოლორდავას საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ

მსახიობ კოტე თოლორდავას მოსკოვიდან საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით,  თვითმფრინავი, რომლითაც გარდაცვლილი მსახიობი მოსკოვიდან თბილისში უნდა ჩამოასვენონ, თბილისის აეროპორტში 15:15 საათზე დაეშვება. კოტე თოლორდავას, სავარაუდოდ კვირას, 19 აპრილს დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, რომ მსახიობი კოტე თოლორდავა მოსკოვში, 11 აპრილს გარდაიცვალა. ის რუსეთის დედაქალაქში ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა. მსახიობი გარდაცვლილი სასტუმროს ნომერში იპოვეს.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი შალვა აბულაძის საქმის მონიტორინგში ჩაერთო
შემდეგი სტატიაშსს-მ თაღლითური დაჯგუფების სამი წევრი დააკავა