კოტე თოლორდავას გადმოსვენების თარიღი შესაძლოა შეიცვალოს

მოსკოვში გარდაცვლილ მსახიობს, კოტე თოლორდავას თბილისში სავარაუდოდ ხუთშაბათს ან პარასკევს გადმოასვენებენ.

მსახიობის სიმამრის თქმით, გადმოსვენების დროის გადაწევა ერთი დღით შესაძლოა მოსკოვის საბაჟოზე არსებულმა დროის პარამეტრმა გამოიწვიოს.

„მოსკოვში საბაჟოზე არის გარკვეული მონაკვეთი, რომელიც სტანდარტულ დროის პარამეტრს შეიცავს 10-დან 12-მდე საათამდე და თუ მოესწრება ხუთშაბათის რეისამდე, ჩამოასვენებენ ხუთშაბათს, თუ ვერ მოესწრო ჩამოასვენებენ პარასკევს დილით,“ – განაცხადა კახა მელითაურმა.

კოტე თოლორდავა ოთხი დღის წინ მოსკოვის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში იპოვეს გარდაცვლილი.

ოჯახის წევრების ვარაუდით, გადატვირთული რეჟიმის გამო მას გულის შეტევა მოუვიდა. მსახიობი რუსეთში ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა. გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების პროცესში აქტიურადაა ჩართული საგარეო საქმეთა სამინისტრო და დედაქალაქის მერია.
თოლორდავას სავარაუდოდ კვირას დაკრძალავენ.

banner
წინა სტატიაშიყაჩაღობის ბრალდებით ორგანიზებული ჯგუფი დააკავეს
შემდეგი სტატია69-ე ადგილი პრესის თავისუფლების ინდექსში – საქართველოს პოზიცია 15 პუნქტით გაუმჯობესდა