კოსში საკრუიზო გემმა მიგრანტების მიღება დაიწყო

კოსში საკრუიზო გემმა მიგრანტების მიღება დაიწყო

კოსში საკრუიზო გემმა მიგრანტების მიღება დაიწყოსაბერძნეთის კუნძულ კოსში მთავრობამ მიგრანტების განთავსება დაიწყო, რომლებიც ახლო აღმოსავლეთიდან კუნძულს ასობით მოადგნენ. კუნძული უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში მთავარი სარეგისტრაციო ცენტრი გახდა.

გემზე “ელეფრეტიოს ვენიზელოს” მიგრანტებს შესაძლებლობა ექნებათ დოკუმენტები გააფორმონ, რომელიც სხვა ქვეყნებში გადასასვლელად აუცილებლად სჭირდებათ. დოკუმენტების გაფორმების პროცესში მიგრანტებს გემზე დარჩენა შეუძლიათ, რომელიც 2500 მგზავრზეა გაღვლილი.
საბერძნეთი არ აღმოჩნდა მზად მიგრანტების ჯგუფები მიეღო. ბევრი მათგანი სირიიდან არიან.
კუნძულ კოსზე 33 ათასი ადამიანი ცხოვრობს. წელს კუნძულზე დაახლოებთ 1000 მიგრანტი მოვიდა.
საბერძნეთის მთავრობა ფიქრობს, რომ გემზე განთავსებული დროებითი სარეგისტრაციო ცენტრი პრობლემას სრულად მოაგვარებს. ადრე მიგრანტებს საფეხბურთო სტადიონზე ამყოფებდნენ პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ.
საბერძნეთის მთავრობამ ევროკავშირს დახმარება სთხოვა მიგრანტებთან დაკავშირებით, რადგანაც, მათ ფაქტობრივად არანაირი პირობები არ ჰქონდათ და მათივე შესაფებით “არაადამიანურ გარემოში” უწევდათ ცხოვრება.
ევროკავშირმა საბერძნეთს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თანხები გამოუყო.

banner
წინა სტატიაშიოდესაში უცნონბებმა ლგბტ-თემის ფესტივალი დაარბიეს
შემდეგი სტატიატრამპი მზად არის საპრეზიდენტო კომპანიაში მილიარდი დოლარი დახარჯოს