„კორტების“ საქმეზე დაჭერები გაგრძელდება. რამდენ პირს ემუქრება საპატიმრო?

„კორტების“ საქმეზე დაჭერები გაგრძელდება. რამდენ პირს ემუქრება საპატიმრო?

როგორც „ალიას“ პროკურატურასთან დაახლოებულმა წყარომ აცნობა, „კორტების“ საქმეზე დაჭერები გაგრძელდება და კიდევ რამდენიმე პირს ემუქრება საპატიმრო.

„კორტების“ სპეცოპერაციის გამო ეს დაჭერები ოპერაციის პირველი ეტაპია, გამოძიება გრძელდება და სავარაუდოდ, მალე კიდევ დაიჭერენ იმ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა სტრუქტურებში, ამ საშინელი დანაშაულის ჩადენაში, გაყალბებასა და ჩაფარცხვაში მონაწილეობდნენ.

შსს-ს სტრუქტურებიდან გიორგი დალაქიშვილი, გიორგი ხიზანიშვილი, შს მინისტრის იმჟამინდელი მოადგილე ლევან გვაზავა, თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი, ირაკლი ქადაგიძე, პროკურორები ფრანკ ანკოსი, შაქრო ზაალიშვილი, თენგიზ ხარებავა, „ნაციონალი“ დეპუტატი და იმ დროს თბილისის პროკურორი, გიორგი ღვინიაშვილი.

ექსპერტები – ზაზა ზაზაძე, გიორგი ზაზაძე, რამაზ სულამანიძე და გიორგი მაღრაძე. ესენი, სავარაუდოდ, პროკურატურის სამიზნეები არიან.

ყველა ეს პიროვნება ფიგურირებს იმ სიაში, რომელიც სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე იური ვაზაგაშვილმა გადასცა მედიას“, – წერს „ალია“

banner
წინა სტატიაშიირაკლი აბესაძის ინიციატივას თბილისის საკრებულო დაეთახმა
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს