კონფერენცია „ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შექმნა საწარმოთა მდგრადობის მისაღწევად“ 12 ქვეყნის ბიზნესგაერთიანებათა წარმომადგენლებს უმასპინძლებს

2015 წლის 20 – 21 აპრილს ქ. თბილისში ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ 12 ქვეყნის ბიზნეს გაერთიანებათა სუბრეგიონალურ კონფერენციას „ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შექმნა საწარმოთა მდგრადობის მისაღწევად“ უმასპინძლებს.

ღონისძიების პარტნიორია დამსაქმებელთა საერთაშორისო ორგანიზაცია (IOE) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO).
კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობენ საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსის, მოლდოვეთის, მონტერენგროს, ყაზახეთის, ყირგიზეთის, რუსეთის ფედერაციის, უკრაინის, ტაჯიკეთის და უზბეკეთის უმსხვილესი ბიზნეს გაერთიანებების წარმომადგენლები.
კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნება საინვესტიციო ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების საკითხები და წარმოდგენილი იქნება ევროპული გამოცდილების საუკეთესო მაგალითები. ამასთანავე ქართველ და უცხოელ ბიზნესგაერთიანებებს საშუალება ექნებათ ჩამოყალიბდნენ სამომავლო საექსპორტო, სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობის საკითხებზე. თავის მხრივ კი უცხოელი დელეგაციის წევრები საქართველოს საინვესტიციო გარემოს და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სამთავრობო ინიციატივების შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას მიიღებენ.
კონფერენციის ფარგლებში 21 აპრილს 12 ქვეყნის ბიზნესგაერთიანებათა წარმომადგენლებს ქალაქ თბილისის მერი, დავით ნარმანია მიიღებს და ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით საქართველოში მიმდინარე პროექტებს გააცნობს.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ წევრი კომპანიები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საქართველოს მთავრობის წევრები.

banner
წინა სტატიაშიდადაევს ნემცოვის მკვლელობისთვის შეპირებული ჯილდო არ მიუღია
შემდეგი სტატიაამნისტირებულმა პატიმარმა ზესტაფონში მარტოხელა მამაკაცი მოკლა