კონტრრეფორმები ანუ რატომ არ შეიძლება მხარი დავუჭიროთ იმ მთავრობას, რის წარმოდგენასაც აპირებს “ქართული ოცნება” პარლამენტში-გიორგი ვაშაძის განცხადება

მეამაყება, რომ ჩემი კონკურენტი გიორგი ვაშაძე იყო

vashadze2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ მთავრობის ინიციატივით პარლამენტმა მიიღო რიგი ცვლილებების, რომელმაც საბოლოო ჯამში ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი, უმუშევრობის ზრდა, ლარის ინფლაცია და სხვა ნეგატიური შედეგები მოგვცა.

„ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე:

1. უარი თქვა გადასახადების კლების სტანდარტზე და პირიქით, გაზარდა აქციზის გადასახადი.

2. მიიღო მიგრაციის ახალი რეგულაციები, რის გამოც მკვეთრად შემცირდა საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა;

3. შემოიღო ახალი რეგულაციები, რამაც გაართულა საქართველოში ბიზნესის კეთება – ცვლილებები შრომის კოდექსში, მიწის გასხვისების აკრძალვა, ალტერნატიული საგადასახადო აუდიტის გაუქმება;

4. შექმნა ახალი სახელმწიფო მაკონტროლებელი უწყებები- დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური, ანტიმონოპოლიური სამსახური;

5. 2012 წლის შემდეგ მიღებულ ყველა ბიუჯეტში იზრდება მუშამო-სამსახურეთა ანაზღაურება ანუ იზრდება ხეფასები, პრემიები, ბიუროკრატია და ძირითადად ნეპოტიზმით დანიშნულ კადრებს ხმარდება;

6. საქართველოს პარლამენტმა მიიღო მასობრივი ამნისტიის შესახებ კანონი, რითაც ყოველგვარი შეფასების გარეშე ციხიდან მასობრივად გამოუშვა პატიმრები, მათ შორის ძალადობრივ დანაშაულში მხილებულები და რეციდივისტები, რამაც გაზარდა კრიმინალი;

7. უარი თქვა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის სრულად ამოქმედებაზე, რამაც ნეგატიურად იმოქმედა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე–აცხადებს ვაშაძე

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქის მერიის მოთხოვნები „სითი პარკს“
შემდეგი სტატიათბილისის ზღვაზე სკოლის მოსწავლე გარდაცვლილი იპოვეს