კონსულტაციების ძირითადი ფაზა დასრულდა-ირაკლი კობახიძე. გია კობახიძე კი აღნიშნულ საკითხზე დღეს და ხვალ კომენტარისგან თავს იკავებს

კონსულტაციების ძირითადი ფაზა დასრულდა-ირაკლი კობახოძე

კონსულტაციების ძირითადი ფაზა დასრულდა-ირაკლი კობახოძეკონსულტაციების ძირითადი ფაზა დასრულდა-ირაკლი კობახოძეპარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივნის პოსტზე კონსტიტუციონალისტ ირაკლი კობახიძის დანიშვნასთან დაკავშირებული კონსულტაციების ძირითადი ფაზა დასრულებულია. ამის შესახებ თავად ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

“კონსულტაციების ძირითადი ფაზა დასრულდა. ახლა გადაწყვეტილებაა მისაღები, რომელიც პარტიის პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს. რაც შეეხება ლიდერებთან შეხვედრას, კონსულტაციები სხვადასხვა მიმართულებით წარიმართა, მათ შორის პარტიის განვითარების თაობაზე ჩემი ხედვაც გავაცანი, თუმცა, ბუნებრივია, საუბარი ზოგად ხედვაზე იყო და კონკრეტული სტრატეგია უკვე შემდგომი მუშაობის საგანია. რაც მთავარია, ზოგად მიმართულებებზე აზრთა თანხვედრა გვაქვს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება შეფასებას, რომ მამის, გია კობახიძის ბურჯანაძის პარტიის წევრობის გამო შესაძლოა გარკვეული უხერხულობა შეექმნას, კობახიძის განმარტებით, “ამ კუთხით უხერხულობა არ შეიქმნება”.  – აღნიშნა მან.
ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს “ქართული ოცნების“ დეპუტატსმა  გუგული მაღრაძემ  კომეტარი გააკეთა- „გია კობახიძის შვილია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ირაკლი კობახიძეს არ ჰქონდეს უფლება სხვა პარტიაში იმუშაოს. მის ოჯახს ვიცნობთ და თუ გიას მიაჩნია, რომ უნდა იყოს ბურჯანაძესთან, იქნება ბურჯანაძესთან. ეს არ ნიშნავს, რომ მის შვილს არ აქვს უფლება იყოს სხვა პარტიის წევრი. ამას მარტო მე კი არ უნდა მივესალმო, უნდა მიესალმოს ქართული საზოგადოება,” – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

 

გუგული მაღრაძის განცხადებით, ამ გზით „ქართული ოცნება“ 2016 წლის არჩევნებისთვის მზადებას იწყებს. პარტიის წევრები ამბობენ, რომ ისინი მზად უნდა იყვნენ ნებისმიერი ფორმატით, მათ შორის დამოუკიდებლად არჩევნებში მონაწილეობისათვის.

 

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელზეც პარტიის აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის საკითხი განიხილება, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გაიმართება.
ირაკლი კობახიძე აღნიშნულ პოსტზე ზვიად ჯანყარაშვილს შეცვლის, რომელმაც პოლიტიკური თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება ერთი თვის წინ მიიღო.

აღნიშნულ ნაბიჯს ოპოზიცია, მმართველი პარტიისა და ნინო ბურჯანაძის მოკავშირეობას და კახი კალაძის გავლენის გაზრდას უკავშირებს.”ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, კობახიძე მინისტრის, კახი კალაძის კადრია.

 

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი გია კობახიძე შვილის – ირაკლი კობახიძის პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის პოსტზე წარდგენასთან დაკავშირებით კომენტარს ამ ეტაპზე არ აკეთებს.

როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს გია კობახიძემ სატელეფონო კომენტარში განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე დღეს და ხვალ კომენტარისგან თავს იკავებს. ჟურნალისტის კითხვაზე – შესაძლოა თუ არა ნინო ბურჯანაძის პარტია დატოვოს, კობახიძე პასუხობს, რომ ყველაფერთან დაკავშირებით ორი დღის შემდეგ ისაუბრებს.

ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის პოსტზე უკვე წარდგენილია და მის შესახებ პოლიტსაბჭო იმსჯელებს, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ის მამის სხვა პარტიაში საქმიანობის გამო უხერხულობას არ გრძნობს.

 

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში ე.წ. “გაი”-ს რეფორმა დაიწყო-ეკატერინე ზღულაძე
შემდეგი სტატიარუსი ჯარისკაცის მიერ დაჭრილი 6 თვის სერიოჟა ავეტისიანი დაიღუპა.”ნოვაია გაზეტა” კი სანდო წყაროზე დაყრდნობით შინაგანი ჯარის შეყვანის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს