კომპენსაციების გაცემის წესი საკრებულოს მერიაში ამ დრომდე არ გადაუგზავნია

სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის განაწილების წესის შესახებ საბოლოო დოკუმენტს დღეს საკრებულოში ელოდებოდნენ, თუმცა სტიქიით დაზარალებულთათვის თანხების გაცემის თაობაზე მერიაში მომზადებული დოკუმენტის გადმოგზავნა ისევ გადავადდა. ამის შესახებ საკრებულოში დახურული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. შეხვედრას უმრავლესობის წარმომადგენლები და მერიის მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ.

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი აცხადებს, რომ მოსახლეობის ინტერესები მაქსიმალურად იქნება დაკმაყოფილებული.

საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ჯაბა სამუშიას განცხადებით მათ სურვილი აქვთ, რომ უმრავლესობის შენიშვნები დოკუმენტში აისახოს.

banner
წინა სტატიაშისარკოზი: პუტინთან მოლაპარაკება საჭიროცაა და შესაძლებელიც
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი : არავინ არ გააფრთხილა ეს ადამიანები, რომ სასიკვდილო ხაფანგში ყოფდნენ თავს