“კომპენსაციასთან დაკავშირებით ჩვენ მიერ გაგზავნილ მიმართვას გამოხმაურება არ მოჰყოლია”

ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის განცხადებით, რუსეთის მიერ საქართველოსთვის კომპენსაციის ოდენობაზე შეთანხმება ამ დრომდე არ მომხდარა.

მისი თქმით, თუ ვისი შუამდგომლობით მოხდა დაკავშირება რუსულ მხარესთან, ამას იუსტიციის მინისტრი იტყვის.

“მას შემდეგ, რაც ჩვენი მხრიდან გაიგზავნა მიმართვა, რომ ჩვენ მზად ვიყავით ამ საკითხთან დაკავშირებით გამართულიყო შეხვედრა, რათა მომხდარიყო კომპენსაციის თანხასთან დაკავშირებით შეთნხმება, როგორც ეს იყო სტრასბურგის გადაწყვეტილებაში ნათქვამი, ჩვენ შეთავაზებას გამოხმაურება არ მოჰყოლია. ამის შემდგომ ჩვენ ჩვენი პოზიცია გადავგზავნეთ სტრასბურგში, არ ვიცით რუსეთის პოზიცია რა იყო. როგორც გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, თუ ეს ერთ წელიწადში ვერ მოხერხდა, სტრასბრუგი თავად მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. ჩვენი პოზიცია მათთვის ცნობილია. ეს წერილობით მათაც მივაწოდეთ. პირველი, ეს იყო რომ ამ საკითხებთან დაკაშირებით გამართულიყო შეხვედრა, რათა მომხდარიყო შეთანხმება, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ამას არ მოყოლია გამოხმაურება, ჩვენ უკვე წერილობით მივაწოდეთ ინფორმაცია. რაც შეეხება, იმას, თუ ვისი შუამდგომლობით მოხდა დაკავშირება, ამას იუსტიციის მინისტრი მოაგხსენებთ”, – განაცხადა ბაქარაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველო რუსეთისგან კომპენსაციის სახით 70 320 000 ევროს ითხოვს
შემდეგი სტატია“არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ თურქმენეთისთვის საქართველო უმთავრეს პარტნიორად იქნას განხილული”