კომპანია Alfa Romeo ახალი სედანს უშვებს

კომპანია Alfa Romeo ახალი ტიპის სედანს უშვებს, რომელიც კონკურენციას გაუწევს BMW 3-Series, Mercedes-Benz C-Class და Audi A4. ოთხკარიანი სედანის პრემიერა უკვე შედგა.

მოდელი იტალიური მარკის პირველი წარმომადგენელი იქნება, რომელიც მოდულურ ტრასაზე იქნება მორგებული.
ახალი მოდელის საბაზო მოტორი 2,2 ლიტრიანია, რომელიც მოდიფიკაციის მიუხედავად 135-210 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. გარდა ამისა, მოტორის ხაზში ორლიტრიანი 180-დან 330-მდე ცხენის ძალის აგრეგატი შევა.
მოტორის ტოპი 2,9 ლიტრი და 480 ცხენის ძალაა ორი ტურბინით, რომელიც სამლიტრიანი მოტორის ბაზაზეა გაკეთებული.
ახალი სედანი ალფა რომეო ევროპულ, ამერიკულ და აზიურ ბაზრებში გაიყიდება. წინასწარი მონაცემებით, მანქანები მიმდინარე წლის დასასრულს და 2016 წლის დასაწყისში გამოჩნდება სადილერო ცენტრებში.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარმა ზუგდიდში დევნილთა ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი
შემდეგი სტატიაჯანდაცვის მინისტრი ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებს პასუხობს