კომერციულმა ბანკებმა სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები დეპოზიტების დოლარიზაციის შემდგომი ზრდის შესაჩერებლად

ქვეყანამ დაკარგა შიდა იმუნიტეტი მოქნილობა ბიუჯეტი გახდა სხვანაირი -რომან გოცირიძე

ქვეყანამ დაკარგა შიდა იმუნიტეტი მოქნილობა ბიუჯეტი გახდა სხვანაირი -რომან გოცირიძესაქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის რეფინანსების განაკვეთის გაზარდას “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე რომან გოცირიძე გამოეხმაურა

“ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 5,5 პროცენტიდან 6 პროცენტამდე ასწია.
ეს კომერციული ბანკების კრედიტების გაძვირებას ნიშნავს.სხვა გამოსავალი არც იყო. ეროვნული ბანკი იყენებს იმ შესაძლებლობებს, რაც მას გააჩნია, რომ არ მოხდეს ფასების კიდევ უფრო მეტად ზრდა.
მთავრობას ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. არცერთი თეთრით არ შეუმცირებია ბიუჯეტი, როცა ხედავს, რომ ლარზე ზეწოლა გრძელდება და ფასებიც დაგეგმილზე მეტი ოდენობით იზრდება.
კომერციულმა ბანკებმაც სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები დეპოზიტების დოლარიზაციის შემდგომი ზრდის შესაჩერებლად. მათ უნდა გაზარდონ ლარებში განთავსებულ ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთი. იგი სულ მცირე, ორჯერ მეტი უნდა იყოს დოლარებში მოზიდულზე.
ეს რა თქმა უნდა, გაზრდის მათ საპროცენტო ხარჯებს და შეუმცირებს შემოსავლებს, მაგრამ ეს ნაკლები დანაკარგია იმასთან შედარებით, რაც შეიძლება მაკროეკონომიკური გარემოს გაუარესებას მოჰყვეს.”–წერს რომან გოცირიძე

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტმა დაჭრილი პოლიციელები მოინახულა
შემდეგი სტატიაგიორგი ქადაგიძის შეფასებით, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაზე შეტევა არ წყდება