კომერსანტი: ნემცოვის საქმეზე ბრალდებულმა ალიბი დაასახელა

კომერსანტი: ნემცოვის საქმეზე ბრალდებულმა ალიბი დაასახელა

კომერსანტი: ნემცოვის საქმეზე ბრალდებულმა ალიბი დაასახელანემცოვის საქმეზე ბრალდებულმა და დაკავებულმა ზაურ დადაევმა გამოძიებას განუცხადა, რომ მას ალიბი გააჩნია, წერს გაზეთი “კომერსანტი”.
გასულ კვირას დადაევი ისევ დაიკითხა ნემცოვის საქმეზე. ამჯერად, საკუთარი ინიციატივით. დაკითხვაზე მან 27 თებერვლის მოვლენების აბსოლუტურად ახალი ვერსია მოყვა.
7 მარტის საკუთარ ჩვენებას დადაევმა “წამების ქვეშ მიცემული” უწოდა. მაშინ, გამოძიების ცნობით, მან აღიარა, რომ პოლიტიკოსს უთვალთვალებდა, შემდეგ კი კრემლთან ახლოს, ხიდზე ის მოკლა.
დადაევის მიერ მიცემული ახალი ჩვენების თანახმად, ის დედაქალაქის დასავლეთ ნაწილში იმყოფებოდა. მისი ადვოკატის თქმით, ეს უნდა დაადასტუროს მობილური ტელეფონის ბილინგმა.

რუსი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეზე სულ 5 პირია დაკავებული. მკვლელობა მოსკოვში, კრემლთან ახლოს, 27 თებერვალს მოხდა.

banner
წინა სტატიაშიქართული ფუსტალი – პრობლემები, რომელიც არ გვარდება
შემდეგი სტატია“არცერთი თეთრით არ არის ხარჯების შემცირებაზე საუბარი,” – ზურაბ ტყემალაძე