კომაში ჩავარდნილი ლარი და ცეცხლწაკიდებული ბაზრები

1291019_792014870816272_346963967_oგასულ წელს საქართველოში იმდენი ბაზარი დაიწვა, რომ ფრთიანი ფრაზა ,,ბაზარს ცეცხლი უკიდია,, რეალობად იქცა.. წლეულს, თუმცა ბაზრებში ხანძრის გაჩენის ტენდენცია არ შეიმჩნევა, მაგრამ ფრთიანი ფრაზა, ბაზრებში ამ პერიოდისათვის არსებული ფასების გამო კვლავაც აქტუალურია…

ლარის გაუფასურება და მისი უარყოფითი შედეგები მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფაზე პირდაპირ აისახა. ლარის გაუფასურების შედეგად თითქმის ყველა დასახელების საკვებ პროდუქტზე ფასმა მინიმუმ 20-30 თეთრით მოიმატა. მაგალითად დღეს გამაგრილებელი სასმელი ,,კოკა-კოლა“ 20 თეთრით გაძვირდა. იგივე ითქმის სხვა სახის პროდუქციაზე. მართალია ლარი რამდენიმე პუნქტით გამყარდა, თუმცა ეს ნაკლებად დაეტყო ბაზრის დახლებზე განთავსებულ პროდუქტებს.

ლარის გაუფასურებით გამოწვეული ფასების ზრდა, დედაქალაქზე უმფრო მტკივნეულად რეგიონებს აწვებათ, რადგან რეგიონებში უმუშევრობის დონე უფრო მაღალია და აქედან გამომდინარე, შემოსავალი უფრო დაბალი. რეგიონებში ფასების ზრდასთან დაკავშირებული პრობლემების უკეთ გასაცნობად, ,,თაიმერი,, ზუგდიდის ცენტრალურ ბაზარს ეწვია… ეს ის ადგილია, სადაც ყველაზე კარგად ჩანს, თუ რა პრობლემების წინაშე დგას რეგიონის ის მაცხოვრებლები, რომლებიც ყოველდღე გადარჩენისთვის იბრძვიან. ლარის გაუფასურების შედეგად ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ არამარტო ისინი, ვინც პროდუქტების გაყიდვით ირჩენენ თავს, არამედ ისინიც, ვინც დამოკიდებულნი არიან ყოველთვიურ პენსიაზე, რომელიც მათ უკვე თქმით არაფერში აღარ ყოფნით. გაძვირებულია საკვები პროდუქტები, გაძვირებულია წამლები და ეს ყველაფერი კი მათ ისედაც გაჭირვებულ ყოფას კიდევ უფრო ამძიმებს.
ანალოგიური სიტუაცია დაგვხდა, წალენჯიხის, სენაკის და ფოთის ბაზრებშიც… სადაც გაძვირებული ფასების გამო მოვაჭრეები კლიენტების სიმცირეს უჩივიან.
დახლებთან მდგარი მოვაჭრეების თქმით, ფასებმა ადგილობრივ წარმოების სასურსათო პროდუქტებზე 10-15 % მოიმატა… თუ რომელიმე პროდუქტს ისინი 2 ლარად იღებდნენ… დღეს 2 ლარისა და 30 თეთრის გადახდა უწევთ.ხოლო იმპორტირებულ პროდუქტებზე, ვაშლზე, ანანასზე, ლიმონზე, ყურძენზე ფასებმა თითქმის 50-60%-ით მოიმატა.
ადგილობრივ ბოსტნეულზე, როგორიცაა კარტოფილი, კომბოსტო, ხახვი და მწვანილი… ფასები მხოლოდ 10-15 თეთრით გაძვირებული.
ვერ ვიტყვით, რომ ფასები შენარჩუნებულია ძირითად საკვებ პროდუქტზე, პურზე… მიუხედავდა იმისა, რომ პურზე ფასები გარეგნულად არ შეცვლილა, თავად პური შეიცვალა გარეგნულად და ის საგრძნობლად დაპატარავდა… რაც ავტომატურად მის გაძვირებას ნიშნავს. პურის გაძვირება კი, სოციალურად ყველაზე დაუცველ ფენებზე მიყენებული მძიმე დარტყმაა, რომელიც ძალიან ცუდ შედეგებს გამოიწვევს.

 

timer.ge

banner
წინა სტატიაშიპოროშენკომ ბორის ნემცოვს თავისუფლების ორდენი მიანიჭა
შემდეგი სტატიასაბურთალოს გამგებელი ბექა მიქაუტაძე ქვირიას დაკავებას ადასტურებს