კობიაშვილი დელეგატებზე: თვითონ კარგად არიან, საჭმელიც აქვთ, წყალიც და ყავაც

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატ ლევან კობიაშვილის განცხადებით, დილიდან ვეტერანი ფეხბურთელები, აღმასკომის წევრები, ელოდებიან როდის გამოვა დელეგატთა ნაწილი ოთახიდან.

როგორც ლევან კობიაშვილი აღნიშნავს, მათთან სასაუბროდ ვერც ისინი მიდიან და არც აღნიშნული დელეგატებით მოდიან მათთან.

„35 დელეგატი უკვე არის, რაც საკმარისია იმისთვის, რომ კენჭისყრა დაიწყოს. მათი მხრიდან მხოლოდ დღეს კი არა, გუშინაც, გუშინწინაც იყო არჩევნების ჩაშლის მცდელობა. ვისაც უნდა, იმას მისცენ ხმა. გაითვალისწინონ ყველას მდგომარეობა. დელეგატები არიან ადგილზე, მათ უბრალოდ არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ სურთ. ჩვენ ვერ მივდივართ მათთან სასაუბროდ და ისინი არ მოდიან ჩვენთან. ვეტერანი ფეხბურთელები, აღმასკომის წევრები სხედან და ელოდებიან, როდის გამოვლენ ისინი ოთახიდან. ჩვენ საშუალება მივეცით შეეცვალათ დელეგატი, თუმცა უკვე ამის საჭიროება აღარ არის. ის დელეგატი ადგილზეა, ხმის დაკარგვა ნამდვილად არავის აწყობდა. მათ არ უნდათ, რომ დამარცხდნენ. სხვა პასუხი არ მაქვს. თვითონ კარგად არიან, საჭმელიც აქვთ, წყალიც და ყავაც. ზიან და არ გამოდიან“, – განაცხადა კობიაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რას ამბობენ შექმნილ ვითარებაზე UEFA-ს წარმომადგენლები, კობიაშვილმა განაცხადა, რომ მან ამის შესახებ არ იცის და არც გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს, რომ პროცესის გაჭიანურების მიზეზი UEFA-ს წარმომადგენლებს შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა გახდა.

banner
წინა სტატიაშიCoca-Cola-მ და McDonald’s-მა ბლატელის დაუყოვნებლივ გადადგომა მოითხოვეს
შემდეგი სტატია“ექიმები საზღვრებს გარეთ”: აშშ-ს იცოდა საავადმყოფოს კოორდინატები