კობზონი: “რუსებთან ხუმრობას არ ვურჩევდი არავის”

იტალიამ კოაბზონს ერთწლიანი ვიზა მისცა

რუსეთის დუმის დეპუტატმა და მომღერალმა იოსებ კობზონმა დუმას შესთავაზა აშშ-სთან დროებით გაწყვიტონ დიპლომატიური ურთიერთიბები.
“მათ მატვიენკო არ გაუშვეს, ის ხომ ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარეა, და გარდა ამისა, ქალია. გამოიყენეს რაღაც სულელური სანქციები. მე ყველანაირ დიპლომატიურ ურთიერთობას შევაჩერებდი აშშ-სთან მიმართებაში. დაე, დაფიქრდნენ, რომ ჩვენთან ასე არ შეიძლება მოქცევა. არ შეიძლება ხუმრობა რუსეთთან. არის რუსეთის ხალხი, თავისუფალი, საკუთარი ქვეყნის მოყვარული და ჩვენთან ხუმრობას მე არ ვურჩევდი არავის” – განაცხადა იოსეფ კობზონმა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარეს სვეტლანა მატვიენკოს აშშ-მ ვიზა არ მისცა, რომ ეს უკანასკნელი 31 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით ნიუ-იორკში გამართულ კონფერენციას დასწრებოდა.

banner
წინა სტატიაშიტელეკომპანია “იმედი” განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიამორჩა კინო))))))) წადით სახლში)))))))))),,რეაქცია,, და ,,იმედის კვირა,, დაიხურა)))))))