კობა ხაბაზი: უნდა ვაღიარო, რომ ჩანაწერებში ნამდვილად ჩემზეა საუბარი“

„თავისუფალი ზონის“ ლიდერი კობა ხაბაზი ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ფარულ აუდიო ჩანაწერებს გამოეხმაურა, რომელშიც სახელი კობაა ნახსენები.

როგორც კობა ხაბაზმა ე.წ. მოდულის შენობასთან ჟურნალისტებს განუცხადა, ჩანაწერის ავტორებს რაიმე ახალი აღმოჩენა არ გაუკეთებიათ, რადგან ხელისუფლების მიერ „რუსთავი 2“-თან დაყენებულ კამერებშიც ჩანდა, რომ მას ხალხი ჰყავდა მობილიზებული.

„საქართველოს სახელოვანმა სუს-მა და კრემლმა აღარ დამიტოვა არჩევანი და უნდა ვაღიარო, რომ ნამდვილად ჩემზეა საუბარი, იმიტომ, რომ ამის დაბრალება კობა დავითაშვილზე გამიჭირდება. ალბათ ნამდვილად ჩემზეა ლაპარაკი. დიახ, ნამდვილად მყავდა მობილიზებული ხალხი ტელევიზიასთან, ნამდვილად ვიყავით ტელევიზიასთან და ნამდვილად ვიქნებით ყველგან, სადაც ამ ხელისუფლების საწინააღმდეგო აქცია ჩატარდება, რადგან ეს არის მავნე, დანაშაულებრივი ხელისუფლება. ესენი არიან პუტინის აგენტები. ეს არის ხელისუფლება, რომელიც ზღუდავს თავისუფალ სიტყვას და კატასტროფამდე მიიყვანა ქვეყანა. ვთხოვ ხელისუფლებას, რომ არ მაწვალონ, ბარემ აქვე ვარ და პირდაპირ შემიყვანონ დაკითხვაზე. ალბათ საუბარია „თავისუფალ ზონაზე“, თუმცა მათ რაღაც აღმოჩენა არ გაუკეთებიათ, იმიტომ, რომ მათ მიერ დაყენებულ კამერებშიც ჩანს, რომ იქ ვიყავით“, – განუცხადა კობა ხაბაზმა ჟურნალისტებს.

უკრაინულ ვებ-გვერდზე uarevo.in.ua კიდევ ერთი ფარული ჩანაწერები ვრცელდება, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი, ნუგზარ წიკლაური და გივი თარგამაძე მონაწილეობენ.

banner
წინა სტატიაშიტყიბულის ტყეში ქალბატონი მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაგატაცება გალის რაიონში