კობა აღლემაშვილის მეზობლები მკვლელობის შესახებ დეტალებს ყვებიან

ვაზისუბანში მოკლული კობა აღლემაშვილის მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილს ჭრილობები თავის არეში ჰქონდა მიყენებული.

მათივე თქმით, ჭრილობები არ იყო ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული.

როგორც მეზობლები ყვებიან, მკვლელობა გუშინ დაახლოებით საღამოს 7-8 საათზე მოხდა. მეზობლებს უჭირთ იმის თქმა, თუ ვისთან კონფლიქტის შედეგად მოხდა მკვლელობა.

“ხმაური არ გაგვიგია, როდესაც სადარბაზოში გამოვედით, დავინახეთ კობა, რომელსაც თავიდან სისხლი სდიოდა, ეს არ გავდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებულ ჭრილობას”, – განაცხადეს მეზობლებმა.

მეზობლების თქმით, დაჭრილი სასწრაფო დახმარების მეშვეობით გადაიყვანეს საავადმყოფოში.

მეზობლები გარდაცვლილ კობა აღლემაშვილს უკონფლიქტო პიროვნებად ახასიათებენ. სადარბაზოში, სადაც მკვლელობა მოხდა, სისხლის კვალი ისევ შეინიშნება.

banner
წინა სტატიაშიაჭარაში მოსულმა თოვლმა ელექტროენერგიის მიწოდებას პრობლემები შეუქმნა
შემდეგი სტატიაგუდაურიდან კობის მიმართულებით გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო