კოალიცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე აზრთა სხვადასხვაობაა

ზაქარია ქუცნაშვილი - პრეზიდენტმა ხელი არ ჩამომართვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა სხდომა უკვე დატოვა.

მისი თქმით, სხდომაზე საინტერესო დისკუსია მიმდინარეობს და მსჯელობა ჯერ არ დამთავრებულა.

„ყველა ის საკითხი, რომელიც აქტუალურია, იხილება. შესაბამისად, დისკუსია მიმდინარეობს. ჩვენი კოალიცია არის დემოკრატიული და შესაბამისად, აზრთა სხვადასხვაობა კოალიციაში მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთი კარგი წესი გვაქვს, რომ ვკამათობთ, ვიხილავთ, ვდაობთ და შემდეგ ვაჯერებთ პოზიციას. ზოგიერთი მომხრეა, რომ 2020 წლიდან გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე, ზოგი მოწინააღმდეგეა“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

კითხვაზე, ესწრება თუ არა დღევანდელ სხდომას ბიძინა ივანიშვილი და რა სტატუსით, ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ „ის ექსპ-პრემიერის პრეს-სპიკერი არ არის“.

banner
წინა სტატიაში„გაერო-ში ჩვენი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი წარმატება კიდევ ერთხელ დაფიქსირდა“
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის ყვარლის სახლის ეზოში შეკრებილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრები აქციას მართავენ