კლინტონმა ჯებ ბუში ერაყის გამო გააკრიტიკა

კლინტონმა ჯებ ბუში ერაყის გამო გააკრიტიკა

კლინტონმა ჯებ ბუში ერაყის გამო გააკრიტიკადემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი კანდიდატ რესპუბლიკელ ჯებ ბუშს ერაყთან დაკავშირებით გამოთქმული პოზიციის გამო აკრიტიკებს.
რამდენიმე დღის წინ ჯებ ბუშმა ჯიჰადისტური ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” წარმოქმნაზე პასუხისმგებლობა ბარაკ ობამას დააკისრა.
ბუშმა თქვა, რომ ბარაკ ობამას ერაყში მოქმედებებმა მიიყვანა ქვეყანა დესტაბილიზაციამდე, რამაც საბოლოო ჯამში ექსტრემისტული დაჯგუფების შექმნა გამიწვია. ბუშს კერძოდ არ მოეწონა ის, რომ ობამამ 2011 წლის შემდეგ ერაყში ამერიკული ჯარის გარკვეული ნაწილი არ დატოვა.

ამერიკული ჯარის ერაყიდან გაყვანას პოლიტიკოსმა “საბედისწერო შეცდომა” უწოდა.

კლინტონი, რომელიც ამ პერიოდისთვის ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში გენერალური მდივნის პოსტს იკავებდა, ჯებ ბუშს შეახსენა, რომ მისმა ძმამ, ჯორჯ ბუშმა დაიწყო ერაყში სამხედრო კამპანია 2003 წელს და მანვე მოაწერა 2011 წელს ამერიკელი სამხედროების ერაყიდან გაყვანას ხელი.
“მშვენიერია ჯებ ბუში ძმის მოქმედებებს რომ იცავს ერაყში, მაგრამ ამისათვის სრული სურათის წარმოდგენაა საჭირო. სრული სურათი კი იმაში მდგომარეობს, რომ ზუსტად ჯორჯ ბუშმა მალიკის მთავრომასთან მოაწერა ხელი აშშ-ს ჯარების 2011 წელს ქვეყნიდან გაყვანის შესახებ შეთანხმებას” – განაცხადა კლინტონმა.
ჰილარი კლინტონი აშშ-ს გენერალური მდივნის პოსტს ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პირველი ვადისას იკავებდა.

banner
წინა სტატიაშიზვიად სიჭინავას უეფამ 10-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა
შემდეგი სტატია2014 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 87%-ით გაზრდილა – საქსტატის დაზუსტებული მონაცემები