კლდიაშვილის ქუჩაზე მოკლული ქალის გაძარცვას სამართალდამცველები ჯერჯერობით არ ადასტურებენ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 43 წლის ლელა ავლოხაშვილის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრა.

წინასწარი ინფორმაციით, ქალი მძარცველებმა გაგუდეს. ოჯახიდან კი ფული და ოქროს სამკაულები წაიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს, რომელიც უკვე დაინიშნა.

ამასთან, სამართალდამცველები ამ ეტაპზე არც ძარცვის ფაქტს არ ადასტურებენ.

ლელა ავლოხაშვილის ვაგზლის ბაზრობაზე ბანანით ვაჭრობდა. მისი ადგილსამყოფელი სხვა მოვაჭრეებმა მოიკითხეს, რადგან ქალი სამუშაოზე არ მისულა. მომხდარის შესახებ კი მათ გარდაცვლილის მეუღლემ ტელეფონით შეატყობინა.

banner
წინა სტატიაშირუსი ჯარისკაცი ვალერი პერმიაკოვი ჯარში არ უნდა გაეწვიათ
შემდეგი სტატიაქართველმა სამართალდამცველებმა ბრიუსელის მიერ ინტერპოლით ძებნილი პირი დააკავეს