კლაუს ჰიპი ტექნიკურ უნივერსიტეტში ლექციებს წაიკითხავს

კლაუს ჰიპი ტექნიკურ უნივერსიტეტში ლექციებს წაიკითხავსკლაუს ჰიპი – ცნობილი გერმანელი მეწარმე, ქველმოქმედი, ბავშვთა კვების მწარმოებელი გერმანული კომპანია „HIPP“-ის მმართველი დირექტორი. ეს არის ის, რაც ყველამ ვიცით კლაუს ჰიპის შესახებ.
ბიოგრაფიული ცნობები: კომპანია – HIPP -ის მმართველი დოქტორი კლაუს ჰიპი დაიბადა 1938 წელს მიუნხენში. დაამთავრა ჰაინრიჰ კროპის სახელმწიფო სკოლა მიუნხენში (1954). სწავლობდა მიუნხენის ლუდვიგის გიმნაზიაში (ჰუმანიტარული განხრა) შეისწავლა იურისპრუდენცია. არის იურისპრუდენციის დოქტორი. 1963 წლიდან მართავს კომპანია HIPP -ს (კომპანიის წლიური ბრუნვა 330 მლ. ევრო), არის ინდუსტრიისა და სავაჭრო პალატის საპატიო წევრი მიუნხენსა და ზემო ბავარიაში; რუსულ-გერმანული საგარეო სავაჭრო პალატის საპატიო პრეზიდენტი მოსკოვში; საქართველოს საპატიო კონსული ბავარიასა და ბადენ-ვუტენბერგში; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საწარმოო ეკონომიკის ფაკულტეტის პროფესორი (საქართველო); თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი – ორდინარიუსით (საქართველო); საქართველოში გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების თავმჯდომარე; 2000 წელს მიიღო ფრანც კაფკას სახელობის სახელოვნებო პრემია ფერწერაში (პრაღა, ჩეხეთი); კლაუს ჰიპი ასწავლის: ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში; აიხშტატ-ინგოლშტატის კათოლიკური უნივერსიტეტში; ჰოენაშაუს საზაფხულო აკადემიაში; ანსბახის უმაღლესი პროფესიულ სკოლაში. ჰყავს მეუღლე და ხუთი შვილი.
ეს არის სულ – არც ცოტა და არც ბევრი. ბევრის შესახებ ოფიციალურ ბიოგრაფიულ მონაცემებში ცოტას წერენ. ბევრი ცოტასთვისაა ცნობილი. მაგალითად, ბევრმა არ იცის „ცოტა“ – კლაუს ჰიპს ძალიან უყვარს საქართველო და ქართველები. ის არის არაერთი ნიჭიერი ადამიანის მასპინძელი გერმანიაში, არის არაერთი საქველმოქმედო ღონისძიების ავტორი, აფინანსებს არაერთ ქართველ სტუდენტს, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობენ. ბატონი კლაუს ჰიპი ეხმარება საქართველოში არსებულ საავადმყოფოებს და ა.შ.
მოკლედ, ეს არის ძალიან ცოტა იმ ბევრიდან, რომელსაც ბატონი კლაუს ჰიპი აკეთებს საქართველოსთვის.

დღეს, 19 ოქტომბერს კლაუს ჰიპი ლექციას – „ბიზნეს ეთიკა და კრეატიულობა“ – ჩაატარებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ღონისძიებას სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრებიან. კლაუს ჰიპი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს. იგი მასტერკლასებს ჩაუტარებს სტუ-ის სტუდენტებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლისა და აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებს გერმანიაში, თავის კომპანიაში, პრაქტიკას გაატარებს.

banner
წინა სტატიაშიქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია„ეჭვგარეშეა, რომ საქართველო ისრაელის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა კავკასიის რეგიონში”