კიშინოვში “სახელმწიფო აღებულია და ხელისუფლება უზურპირებული”

კიშინოვში

კიშინოვში "სახელმწიფო აღებულია და ხელისუფლება უზურპირებული"4 ოქტომბერს კიშინოვში მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც ევროპული ინტეგრაციის მომხრეების მიერ იყო ორგანიზაბული.
მოლდოვას პარლამანტის წინ მოედანზე ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა თეთრი ქრიზანთემებით ხელში – ამ ჟესტით მათ საკუთარ მშვიდობიან პროტესტს გაუსვეს ხაზი.
დემონსტრაციის მსვლელობისას პროტესტანტებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა გაიმართა, რომლის შემდეგაც აქციის რამდენიმე მონაწილე დროებით დააკავეს.

დემონსტრანტები სკანდირებდნენ “ქურდები ციხეში”, “ძირს ხუნტა”, “ძირს ალიანსი”, “ხელისუფლება ხალხს”.
მიტინგის რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ “სახელმწიფო აღებულია და ხელისუფლება უზურპირებული”. მისმა ავტორებმა კონსტიტუციურ სასამართლოს მიმართეს, რომ “სახელმწიფო გაანთავისუფლონ და ის ხალხს დაუბრუნონ”.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ საავადმყოფოს დაბომბვის გამო ბოდიში მოიხადა
შემდეგი სტატიაერაყმა მოსკოვს ოფიციალური თხოვნა გაუგზავნა