კიოლნში ბომბის აფეთქებამდე ათობით ათასი ადამიანის ევაკუაცია მოხდა

150527115709_koblenz_624x351_afpკიოლნში 20 ათასი მცხოვრების ევაკუირება მოხდა მეორე მსოფლიო ომის დროს ნაპოვნი ბომბის დაგეგმილი განადგურებისას.
დახურულია სკოლები, საბავშვო ბაღები და ადგილობრივი ზოოპარკი.
ევაკუაცია რილის და მიულჰაიმის რაიონებს შეეხო, ასევე მოხუცთა თავშესაფრის 1100 მცხოვრებს.
ამერიკულ ბომბს, რომელიც წონით 1 000 კილოგრამია, დღეს დღის მეორე ნახევარში ააფეთქებენ. ის აღმოჩენილი იქნა გასულ კვირას, გაზის ტურბინებისთვის მიწის დამუშავებისას, დაახლოებით 5 მეტრის სიღრმეზე, რილის და მიულჰაიმის რაიონების საზღვარზე.
აფეთქებისას გაჩერებული იქნება წყლის ტრანსპორტი მდინარე რეინზე, ასევე დაიკეტება საჰაერო სივრცე.
მოსახლეობა ევაკუირებულია ყველა შენობიდან რომელიც 1 კმ-ის რადიუსზე მდებარეობს.
როგორც მოხუცთა თავშესაფრის დირექტორმა ოტტო ლიუდოფმა განაცხადა, ევაკუაციას წინ უძღოდა “ძალიან მძიმე ემოციური და ფიზიური დაძაბულობა” , რადგანაც თავშესაფარში მცხოვრებთა საშუალო ასაკი 86 წელია.
გერმანიაში, რომელიც მოწინააღმდეგეების მხრიდან მძიმე დაბობმვას განიცდიდა, ყოველ წელს პოულობენ ბომბებს. 2010 წელს ერთ-ერთი განეიტრაკლებისას სამი ამფეთქებელი დაიღუპა.
2011 წელს კობლენცში, რომელიც დასავლეთ გერმანიაშია, მეორე მსოფილიო ომის დასრულების შემდეგ ბობმების განადგურების ყველაზე მასშტაბური ოპერაცია ჩატარდა.

banner
წინა სტატიაშიახლა ვისი დროა?!
შემდეგი სტატიაზუგდიდში მომხდარი ყაჩაღობა ცრუ დასმენის მუხლით გადაკვალიფიცირდება