კიკიანის საქმეზე საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა

ლიკა კიკიანის საქმეზე, რომელიც სამართალდამცველებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა. კიკიანმა კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია, საიდანაც იგი აიყვანეს, გამომძიებელთან ერთად კიდვე ერთხელ დაათვალიერა. როგორც კიკიანი აცხადებს, კიდევ ერთხელ მოხდა შედარება, ემთხვეოდა თუ არა მის მიერ ჩვენებისას აღწერილი ადგილები შემთხვევის ადგილს. გარდა ამისა, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები და დღეს დაიკითხებიან ის პირები, რომლებსაც კიკიანი ასახელებს. უცნობია მოხდება თუ არა პოლიციელების დაკითხვაც. რაც შეეხება კიკიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ექსპერტმა მაია ნიკოლაიშვილმა ჩაატარა ექსპერტიზა, რომლის შედეგები ორ დღეში გასაჯაროვდება და დადგინდება, ჰქონდა თუ არა კიკიანზე ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი. ლიკა კიკიანი მოითხოვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შემთხვევის ადგილზე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები სრულად გაასაჯაროო

banner
წინა სტატიაშისაგარეო საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაქართველი მინისტრების მეორე ნახევრები და შვილები