კიევში 2 დღეში 2 გახმაურებული მკვლელობა ერთ მიზანს ემსახურება

კიევში გასული 2 დღის განმავლობაში 2 ხმაურიანი მკვლელობა მოხდა. გუშინ ყოფილი პრორუსი პარლამენტარი ოლეგ კალაშნიკოვი საკუთარი ბინის შესასვლელთან მოკლეს… ხოლო დღეს ასევე პრორუს ჟურნალისტ ოლესია ბუზინას, ასევე საკუთარი სახლის შესასვლელთან ესროლა ქილერმა…
როგორც უკრაინული მედია იტყობინება, მიუხედავად იმისა, რომ ბუზინას მკვლელების ავტომობილი ლატვიური ნომრებით უკვე ნაპოვნია და ორივე მკვლელობის მრავალი მოწმე არსებობს, ჯერჯერობით სამართალდამცავებთა მიერ, ამ დანაშაულების არც მკვლელებია დადგენილი და არც მათი ჩადენის ზუსტი მოტივაცია… თუმცა უკრაინელი ანალიტიკოსები, დანაშაულის უკან რუსული სპეცსამსახურების კვალზე არაორაზროვნად მიანიშნებენ… შორს მიმავალი მიზანი კი ამ მკვლელობებისა, უკრაინელი ანალიტიკოსების აზრით… ანტისახელისუფლებო, შიდა პრორუსული ძალების გააქტიურება და ხელისუფლების დასუსტებაა.

banner
წინა სტატიაშილიბიელ ლტოლვილთა კიდევ ერთი კატასტროფა
შემდეგი სტატიახო არ გგონიათ ვინმეს თქვენი ეშინია ან თქვენი ტვინდაბნელებული კრაზანების??? -ირინა სარიშვილი