კიევში ხვალ თამაზ სუხიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება

კიევში ხვალ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. როგორც “თაიმერს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის თამაზ სუხიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი ხრეშატიკზე გაიმართება.
ცერემონიას უკრაინაში საქართველოს ელჩი მიხეილ უკლება, ქართველი დიპლომატები და უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები დაესწრებიან.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, გარდაცვლილ ქართველ მებრძოლს კიევში დღეს საღამოს გადაასვენებენ. თამაზ სუხიაშვილის საქართველოში გადმოსვენება კი ხვალ მოხდება. “გარდაცვლილის გადმოსვენებასთან დაკავშირებულ პროცედურებს უკრაინაში საქართველოს საელჩო უზრუნველყოფს”, _ განმარტავენ სამინისტროში.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი – სიმართლის გარკვევის მოლოდინი ჩვენი ხელისუფლების პერიოდში ძალიან გაიწელა
შემდეგი სტატია„ასეთი რამ არც ერთ მაფოზურ ქვეყანაში არ მომხდარა“