კიევში მიმდინარე მიტინგს პეტრო პოროშენკო დაესწრო

კიევში თავისუფლების მოედანზე, სადაც ვოლნოვახსა და ზოგადად, უკრაინაში ტერორისტების მიერ მოკლული ადამიანებისადმი ხსოვნის პატივსაცემად მრავალათასიანი მიტინგი მიმდინარეობს, ქვეყნის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და პრემიერ–მინისტრი არსენი იაცენიუკი იმყოფებოდნენ. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
მიტინგზე მყოფმა სამღვდელოებამ გარდაცვლილთა სულის მოსახსენებლი პანაშვიდი გადაიხადა, რომელსაც ქვეყნის პირველი პირებიც ესწრებოდნენ.

პოროშენკომ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინელები მშობლიური მიწის არც ერთ გოჯს არ დათმობენ. “ჩვენთან არის მთელი ცივილური მსოფლიო, ამიტომ გამარჯვება იქნება. დონბასს ავაღორძინებთ, დამპყრობელს კი უკრაინის ტერიტორიიდან გავაგდებთ. ვოლნოვახში 13 ადამიანის მკვლელობა უკრაინის დასაშინებლად განხორციელდა. როგორც ჩანს, მათ სურთ უკრაინა მიაჩვიონ მსხვერპლის რიცხვის დათვლას, მაგრამ არ გვეშინია და ვერ დაგვაშინებენ”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა მიტინგზე გამოსვლისას.

banner
წინა სტატიაშისტამბულის ფათიხის რაიონში აფეთქება მოხდა
შემდეგი სტატიალევან იზორია – შუღლის გაღვივების დასჯადობა სიტყვის თავისუფლებას არ არღვევს