კიევი: სეპარატისტებს 8 ათასი ძალოვანი შეუერთდა

უკრაინის სამხედრო პროკურატურას ძალოვანი სტრუქტურის 8 ათასი თანამშრომლის სია აქვს, რომლებიც პრორუსული სეპარატისტების მხარეს იბრძვიან. ამის შესახებ უკრაინის მთავარმა სამხედრო პროკურორმა ამატონი მატიოსმა ისაუბრა გუშინ გამართულ ბრიფინგზე. მისი სიტყვებით, ახლა მტკიცებულებების შეგროვების პროცესი მიმდინარეობს აღნიშნულ ძალოვანებთან დაკავშირებით.

მატიოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ “მოღალატეები კანონის შესაბამისად დაისჯებიან”. მან ასევე თქვა, რომ შესაბამისი მასალები საერთაშორისო სასამართლო ინსტიტუტებს გადაეცემა.

banner
წინა სტატიაშიკონეკტიკუტში ყველა სიკვდილმისჯილს სასჯელი გააუქმეს
შემდეგი სტატიაბაია ცანავა სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსად დაინიშნა