კიევი-თბილისის რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 00:10 წუთზე დაეშვა

 თამაზ სუხიაშვილიუკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დროს გარდაცვლილი ქართველი ჯარისკაცის ცხედარი სამშობლოში ჩამოასვენეს. კიევი-თბილისის რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 00:10 წუთზე დაეშვა. გარდაცვლილის ხსოვნას პატივი ოფიციალურმა პირებმა და ახლობლებმა მიაგეს. ადგილზე იმყოფებოდნენ უკრაინის ელჩი საქართველოში ვასილი ციბენკო, უკრაინის სამხედრო ატაშე სერგეი კუნდიუსი და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი დავით კერესელიძე, აეროპორტიდან თამაზ სუხიაშვილის ცხედარი ქაშუეთის ტაძარში გადასვენეს.

ქართველი ჯარისკაცის გადმოსვენების ორგანიზება საგარეო საქმეთა სამინისტრომ და კიევში საქართველოს საელჩომ უზრუნველყო, ოჯახს დაკრძალვისთვის საჭირო თანხით კი ადგილობრივი ხელისუფლება დაეხმარება. თამაზ სუხიაშვილი, რომელიც ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხადან იყო, გასულ კვირას დონეცკის აეროპორტის შტურმისას დაიღუპა. მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.ქართველი ჯარისკაცი, რომელიც სამშობლოში ჩამოავენეს ქაშუეთშია დასვენებული.ქაშუეთიდან თამაზ სუხიაშვილს ხაშურში, ოჯახში გადაასვენებენ.

 

 

banner
წინა სტატიაშიგლეხებს სანქციები დაეკისრებათ იმ შემთხვევაში, თუ კი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ვერ ან არ დაამუშავებენ
შემდეგი სტატიააფხაზი არქიმანდრისტის ღია წერილი რუსეთს