კიევის მაიდანზე უკრაინელ მომღერალს გლოვობენ

150202075126_andriy_kuzmenko_kuzma_skryabin_624x351_unianკიევში, გუშინ საღამოდან ათასობით ადამიანმა დაიწყო შეკრება მაიდანზე სანთლებით ხელში, რათა პატივი მიაგონ ევრო-მაიდანის მხარდამჭერ ცნობილ უკრაინელ მომღერალს ანდრეი კუზმენკოს იგივე კუზმა სკრიაბინის ხსოვნას. მაიდანზე შავი ,,, Toyota Sequoia, ჯიპი დააყენეს ( მომღერალი ანალოგიური თეთრი ფერის მანქანით გადაადგილებისას ავარიაში დაიღუპა) რომლის ზემოთ ბანერია დამონტაჟებული მომღერლის ფოტოთი.
მომღერალი კუზმა სკრიაბინი, გასულ კვირას ავტო-საგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა. ის კრივოი როგიდან ბრუნდებოდა ჩატარებული კონცერტის შემდეგ და იმისათვის რომ თვითმფრინავზე მოესწრო, გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა საკუთარ ავტომანქანას. გავრცელებული ინფორმაციით, ის სოფელ ტერნოვკასტან ,,გაზ,,ის მარკის სატვირთო რძე-მზიდთან შეჯახებისას გარდაიცვალა.530424

banner
წინა სტატიაშიგიორგი ბარამიძე: პოლიციის მაღალჩინოსნები დაკავებული არიან ივანიშვილის კაპრიზების შესრულებით
შემდეგი სტატიასაია: ზუგდიდში საკონკურსო კომისიას განსხვავებული მიდგომები ჰქონდა კონკურსანტების მიმართ