კიდევ 1000-ზე მეტი ბავშვი პატრიარქის ნათლული გახდება

მორწმუნე ადამიანი არ გაღიზიანდება და მკვლელობას არ ჩაიდენს, არც შეურაცხყოფას მიაყენებსსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 1000-ზე მეტი ჩვილი გახდება. როგორც “თაიმერს” საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრიდან “ძლევაი” აცნობეს, ჩვილთა საყოველთაო 38-ე ნათლობა 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.

უწმინდესის ნათლულებს საჩუქრად ნათლობის მოწმობა, ჯვარი და პატრიარქის საშობაო ეპისტოლე გადაეცემათ. ნათლობა სამების ტაძარში სადღესასწაულო წირვის შემდეგ, დღის მეორე ნახევარში გაიმართება. ნათლობის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 20:00 საათისთვის, ტაძარში პატრიარქი მიბრძანდება და ნათლულებს დალოცავს.

დღეისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 22 059 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი წყვილების ოჯახში მესამე და მომდევნო შვილები არიან. 37-ე საყოველთაო ნათლობა 5 ოქტომბერს გაიმართა. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა კი ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა.
კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივის მიზანი, ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

banner
წინა სტატიაში“თაიმერი” გილოცავთ ძველით ახალ წელს
შემდეგი სტატია2015 წლის პირველი დიდი აფეთქება მზეზე