კიდევ ერთი ქართული ბატალიონი ავღანეთში ჩავიდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი ავღანეთში უკვე ჩავიდა. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები “მტკიცე მხარდაჭერის” მისიის ფარგლებში, ფარვანის პროვინციაში აშშ-ის არმიის დაქვემდებარებაში მომავალი 6 თვის განმავლობაში ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად იმსახურებენ. მათი მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება.

ოპერაციის რაიონის გადაბარემდე, ბატალიონის პირადი შემადგენლობა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დასკვნით სწავლებას გადის. ქართველ ჯარისკაცებს შემაჯამებელი წვრთნები ისეთ საკითხებში უტარდებათ, როგორიცაა თვითნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერებების საწინააღმდეგო მოქმედებები, რელიგიური თავისებურებები, ნავიგაციის ჩამხშობი სისტემების გამოყენება, უსაფრთხოება და ბრძოლაში ჩართვის წესები.

ნატოს ეგიდით მიმდინარე “მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში მონაწილეობის მისაღებად ქართულმა დანაყოფმა ექვსთვიანი ინტენსიური მომზადება ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ გაიარა.

banner
წინა სტატიაშიყალბი ვალუტის გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაექსკლუზივი:ერთი მესიჯის ისტორია და ჯაშუშობის ბრალდებით მოსახდელი 6 წელი