კენიის პოლიციამ ბავშვების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

კენიის დედაქალაქ ნაირობიში პოლიციამ ბავშვების დასაშლელად, რომლებიც მათი სპორტული მოედნის კერძო მეწარმესთვის გადაცემას აპროტესტებდნენ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ადგილზე, სადაც 6 წლის ასაკის ბავშვები იყვნენ შეკრებილები, პოლიცია ძაღლებით მოვიდა და მას შემდეგ, რაც ბავშვებმა და შეკრებილი აქტივისტების მცირეოდენმა ჯგუფმა მოედანზე უკვე აშენებული კედელი დაანგრიეს, მათ წინააღმდეგ ცრემლსადები გაზი გამოიყენა.
შეშინებული ბავშვები იქვე მდგარ სხვადასხვა შენობებს მიაწყდნენ თავის დასაცავად. ქალაქის მთავრობამ განაცხადა, რომ აქციის წინააღმდეგ, რომელშიც ბავშვები მონაწილეობდნენ, ცრემლსადენი გაზის გამოყენება დაუშვებელი იყო და პირობა დადო რომ მომხდარს გამოიძიებს.

banner
წინა სტატიაშიგროზნოს ცენტრში მრავალათასიანი მიტინგი დასრულდა
შემდეგი სტატიარუსი ჯარისკაცის მიერ დაჭრილი 6 თვის ჩვილი დაიღუპა