კემერონი მოსახლეობას ბრიტანეთის უდიდეს ქვეყანად გადაქცევას დაპირდა

კემერონი2დევიდ კემერონმა პირობა დადო „ერთიან ერს“ უხელმძრვანელოს და „ბრიტანეთი კიდევ უფრო დიადი გახადოს.“
თავის რეზიდენციაში გამოსვლისას, რომელიც ბუკინგემის სასახლეში დედოფალ ელიზაბეტთან ვიზიტის შემდეგ გაიმართა, კემერონმა განაცხადა, რომ „ბრიტანეთი მნიშვნელოვანი მოვლენების ზღურბლზეა.“
კონსერვატორებმა 331 საპარლამენტო ადგილი მიიღეს. ეს 1992 წლის შემდეგ მათი უპირობო გამარჯვებაა.
კემერონის კონკურენტებმა ლეიბორისტული, ლიბერალ-დემოკრატიული და დამოუკიდებელი გაერთიანებული სამეფოს პარტიიდან ედ მილიბენდმა, ნიკ კლეგმა და ნაიჯელ ფარაჯმა თანამდებობები დატოვეს.
კონსერვატორების ლიდერი ახალი მთავრობის შექმნის პროცესს შეუდგება, რომელსაც უკვე საპარლამენტო უმრავლესობა 12 მანდატით აქვს.
უკვე გამოცხადდა, რომ ფინანსთან მინისტრი ჯორჯ ოსბორნი, თავდაცვის მინისტრი მაიკლ ფალლონი და შს მინისტრი ტერეზა მეი თანამდებობებზე დარჩებიან.

banner
წინა სტატიაშიMicrosoft-ის განცხადებით Windows 10 მათი ბოლო ოპერაციული ვერსია იქნება
შემდეგი სტატიამთავრობა, ერთმანეთს მოწყვეტილი და გაუაზრებელი ინიციატივებით, არღვევს წლობით ნაუმჯობესებ მაკროეკონომიკურ გარემოს