კემერონი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლას აძლიერებს და რუსეთის მოქმედებებს აფასებს

კემერონი ატომური იარაღის გამოყენებას ამართლებს

კემერონი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლას აძლიერებს და რუსეთის მოქმედებებს აფასებსბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა პირობა დადო, რომ ჯიჰადისტური დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლას შეძლებისდაგვარად გააძლიერებს. მათ შორის უპილოტოების რაოდენობას გაზრდის.

დღეს Sunday Telegraph-თან გაკეთებულ ინტერვიუში კემერონმა იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი სირიაში ოპერაციის გაფართოებას დაუჭერს მხარს და ჯიჰადისტებთან ბრძოლას ერაყის შემდეგ სირიაშიც გააგრძელებს. ამასთანავე, ბრიტანეთის პრემიერმა სირიის კონფლიქტში რუსეთის ჩარევა შეაფასა და აღნიშნა, რომ რუსული ავიადარტყმები ასადის სასარგებლოდ ხდება.
“ჩვენ ტერორისტულ საშიშროებას გვერდს ვერ ავუვლით, ეს კი ნიშნავს, რომ რესურსები უნდა გავზარდოთ, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლას უფრო ეფექტიურს გახდის” – განაცხადა დევიდ კემერონმა.
ბრიტანეთის პრემიერი სპეც დანიშნულების რაზმის აღსაჭურვად ასობით მილიონი ფუნტის გამოყოფას აპირებს.

banner
წინა სტატიაშიკიბერ-შეტევა “თაიმერზე”
შემდეგი სტატიაამერიკული კოალიცია რუსეთისგან ითხოვს სირიის ოპოზიცია არ დაბომბოს