კემერონი: ბრიტანეთს აგრესიული რუსეთი სულ უფრო მეტად ემუქრება

კემერონი: ბრიტანეთს აგრესიული რუსეთი სულ უფრო მეტად ემუქრება

კემერონი: ბრიტანეთს აგრესიული რუსეთი სულ უფრო მეტად ემუქრებარუსეთის მზარდი აგრესია ჯიჰადისტებსა და ჰაკერებთან ერთად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშიშროებაა, რომელიც ბრიტანეთის წინაშე დგას – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერმა დევიდ კემერონმა განაცხადა.
ორშაბათს კემერონმა სამმხედრო-საჰაერო ბაზა ინახულა, სადაც უპილოტო Reaper-ია განლაგებული. Reaper-ი ისლამისტების წინააღმდეგ აშშ-ს საჰაერო-სამხედრო კომპანიაში მონაწილეობს ახლო აღმოსავლეთში.

მეორე სამხედრო ბაზაში ბრიტანეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის რომ ბრიტანეთი უზრუნველყოს “უპილოტოებით, თვითმფრინავ-ჯაშუშებით და ელიტური სამხედრო შენაერთებით, რომლებიც საშიშროებებთან ბრძოლაში ეფექტური შედეგებსთვის არის აუცილებელი . ”
კემერონის თქმით, ძალიან საშიშია ტერორიზმის “ევოლუციური საშიშროება” ასევე ჯიჰადისტები ახლო აღმოსავლეთში.
ბრიტანეთის სამხედრო ძალები ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ერაყში ღებულობენ მონაწილეობას.

banner
წინა სტატიაშიპრემიერმა რიჩარდ ნორლანდი ოქროს საწმისის ორდენზე წარადგინა
შემდეგი სტატიათბილისის მერმა დავით ნარმანიამ მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი საქართველოში მოიწვია