კემბრიჯის ჰერცოგინიას კეტრინს მშობიარობა დაეწყო

606x340_305126პრინც უილიამსის მეუღლეს კემბრიჯის ჰერცოგინიას კეტრინს მშობიარობა დაეწყო.
მეუღლის თანხლებით ის დილის 6 საათზე სენ მერის საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელიც დასავლეთ ლონდონშია, სადაც მათი პირველი შვილი ჯორჯ ალექსანდრ ლუი დაიბადა.
კენსინგტონის სასახლის პრეს-სამსახური, უილიამის და კეიტის რეზიდენზიიდან ინფორმაციას ავრცელებს, რომ „მშობიარობა ნორმალურად მიმდინარეობს“.
ადრე სამეფო ოჯახმა განაცხადა, რომ მათ ჯერ არ იციან ბავშვის სქესის შესახებ.
პრინც უილიამის და კეტრინის მეორე შვილი მეოთხე ადგილს დაიკავებს ბრიტანეთის გვირგვინის რიგში ბაბუის პრინც ჩარლზის, მამის პრინც უილიამის და უფროსი ძმის პრინც ჯორჯის შემდეგ, რომელიც 2013 წლის ივლისში დაიბადა.

პ4პ1

banner
წინა სტატიაში,,შარლი ებდო,, უკრაინულად გამოვა
შემდეგი სტატიანინო გიორგობიანი: რუსეთის მხრიდან მამისონის ტერიტორიის დატაცების ფაქტი დეზინფორმაციაა