კახი კახიშვილი სასჯელაღსრულების მინისტრია

რამდენიმე წუთის წინ მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ცვლილებების მიხედვით, კახი კახიშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უხელმძღვანელებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კახიშვილი განათლებით იურისტია. დამთავრებული აქვს სახელმწიფო უნივერსიტეტი. ასევე ჩაბარებული აქვს პროკურატურის თანამშრომელთა საკვალიფიკაციო
გამოცდები, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

2014 წლის 7 ოქტომბრიდან დღემდე კახი კახიშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე იყო.

ის ასევე არის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი; სისხლის სამართლის სისტემის რეფორმების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი; ექსპერტთა კლუბის წევრი.

 

banner
წინა სტატიაშიყალბი უცხოური ვალუტის გასაღების ფაქტზე დაკავებულია ორი მოქალე
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით ბევრი გადაჯგუფება მოხდება